იმ დროს, როცა სანაკრებო შეხვედრებზე გამოძახებული მოთამაშეები ბარსელონაში არ იმყოფებიან ჟორდი როურა და ეუსებიო საქრისტიანი “სიუტატ ესპორტივას” მე–3 მოედანზე კვლავ ერთად უძღვებოდნენ სესიას. პირველი გუნდის 4 მოთამაშე – პინტო, მონტოია, ტელიო და აბიდალი “ბარსელონა ბ”–ს მოთამაშეებთან ერთად ვარჯიშობდნენ.
მარკ ბარტრა დღეს გამოცხადდა “სიუტატ ესპორტივაზე”, თუმცა ექიმებმა ის კვლავ სახლში გაუშვეს, სადაც გააგრძელებს გრიპის მკურნალობას. ჩავი ერნანდესი აგრძელებს ფიზიოთერაპიის კურსს, ხოლო ტიაგო ალკანტარა და ალექს სონგი დარბაზში, სპეციალურ დავალებებს ასრულებდნენ. მოსალოდნელია, რომ ბრაზილიელი ნახევარმცველი ხვალ თანაგუნდელებთან ერთად ივარჯიშებს.
[media=http://www.youtube.com/watch?v=3A9JITY-LHg]
