დღეს ჩატარებული ტესტების შემდეგ დადგინდა, რომ მარცხენა ფეხის ბარძაყის კუნთის დაზიანების გამო ჩავი ერნანდესი 15 დღეს იუქმებს. ამგავარად ნახევარმცველი “ბარსელონას” მომდევნო 2 შეხვედრას გამოტოვებს “ხეტაფესთან” და “გრანადასთან”, თუმცა თუკი ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, მაშინ ის აუცილებლად დაეხმარება გუნდს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში, რომელიც 20 თებერვალს გაიმართება. ჩავი ასევე გამოტოვებს ესპანეთის ნაკრების ამხანაგურ შეხვედრას, რომელიც ოთხშაბათს ტარდება.
ჩავიმ მიმდინარე სეზონში 33 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლის გატანა მოახერხა. ჩავიმ გუშინდელ შეხვედრაში თითქმის მთელი შეხვედრა გაატარა მოედანზე, ის 91–ე წუთზე შეცვალა ტიაგო ალკანტარამ.



