ლემპარდი: "თუ ისე ვითამაშებთ, როგორც გუშინ, არც "ბარსასი" შეგვეშინდება და არც "რეალის"

ლემპარდი: "თუ ისე ვითამაშებთ, როგორც გუშინ, არც "ბარსასი" შეგვეშინდება და არც "რეალის"

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8 ფინალური შეხვედრაში "ნაპოლისთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველმა, ფრენკ ლემპარდმა განაცხადა, რომ მას არ აშინებს 1/4 ფინალში არც "ბარსელონასთან" და არც "რეალთან" შესაძლო შეხვედრა.

 

"ახლა ვტკბებით "ნაპოლისთან" მოპოვებული გამარჯვებით, შემდეგ კი დაველოდებით პარასკევს, რათა გავიგოთ ჩვენი მომავალი მეტოქის ვინაობა. "ბარსელონა" და "რეალი" დიდი გუნდები არიან, მაგრამ ჩვენ ვაჩვენეთ, რომ კარგი ფეხბურთის თამაში შეგვიძლია. თუ ასეთივე მონდომებით ბრძოლას გავაგრძელებთ, ჩვენ არავისი შეგვეშინდება. ინდეფერენტულად ვეკიდები ესპანურ კლუბებთან შესაძლო დაპირისპირებას."- განაცხადა ლემპარდმა.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ "ჩელსიმ" საკუთარ მოედანზე იტალიურ "ნაპოლის" უმასპინძლა და მეტოქე დაამარცხა, ანგარიშთ 4:1. შედეგად ლონდონელებმა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის საგზური მოიპოვეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.