workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
თენ კატე: „რონალდინიო მესისთვის მაგალითი იყო“

თენ კატე: „რონალდინიო მესისთვის მაგალითი იყო“

“ბარსელონას” ყოფილი მთავარი მწვრთნელის ფრანკ რაიკაარდის თანაშემწე ჰენკ თენ კატე ლიონელ მესიზე საუბრობს და აცხადებს, რომ არგენტინელისთვის რონალდინიო კარგი მაგალითი იყო.

“რონალდინიო მესისთვის კარგი მაგალითი იყო. მას შეეძლო ეჩვენებინა, რა უნდა გააკეთო და რა – არა.

ვფიქრობ, მიმდინარე წელს, მესი უფრო ცოტა მატჩს ჩაატარებს. ამის მიზეზი ტრავმებისთვის თავის არიდება იქნება. უბრალოდ ნახეთ, როგორ უხეშად თამაშობენ მის წინააღმდეგ. ეს აღმაშფოთებელია. მესი ძალიან სწრაფია და მას არაერთი შეჯახებისთვის თავის არიდება შეუძლია.

“ბენფიკასთან” გამართულ მატჩში მიღებული ტრავმა გაფრთხილება იყო. მესი ყურადღებით უნდა იყოს.” – აცხადებს თენ კატე.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward