ესპანეთის თასის 1/8-ფინალში, “კორდობას” დამაჯერებელი ანგარიშით დამარცხების შემდეგ, “ბარსელონა” 1/4-ფინალში “მალაგას” შეხვდება. ანდაულუსიური გუნდის არგენტინელი თავდამსხმელი ხავიერ სავიოლა აცხადებს, რომ იგი ყოფილ კლუბთან შეხვედრას მოუთმენლად ელის.
“პირადად მე, “ბარსელონასთან” შეხვედრას მოუთმენლად ველი. ამ კლუბში ჩემი კარიერის გარკვეული პერიოდი გავატარე და მახსოვს, რომ ყველა კარგად მექცეოდა.
“ბარსელონას” წარმომადგენლებთან დღემდე მჭიდრო კონტაქტი მაქვს. ასე რომ, მათი კვლავ ხილვა სასიამოვნო იქნება.
“ბარსა” განსაკუთრებული გუნდია, რომელსაც შესანიშნავი ბურთის ფლობა და ტექნიკა აქვს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ფრეზე არ ვითამაშებთ. “მალაგა” მოსაგებად იბრძოლებს და დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიზნის მიღწევა შეგვიძლია.” – აცხადებს “ბაჭია”.
შეგახსენებთ, რომ სავიოლა “ბარსელონაში” 2001-2004 და 2006-07 წლებში თამაშობდა. კატალონიური კლუბის მაისურით ჩატარებულ 168 თამაშში მან 70 გოლი გაიტანა.