გუნდი ვარჯიშს დაუბრუნდა

გუნდი ვარჯიშს დაუბრუნდა


გუნდმა ოთხშაბათს, დღის მეორე ნახევარში კვირის პირველი ვარჯიში გამართა. ”ბარსელონა” კვირას, მადრიდის ”ატლეტიკოსთან” (21:30) შეხვედრისთვის ემზადება.

პეპ გვარდიოლას განკარგულებაში პირველი გუნდის 18 ფეხბურთელი და კრისტიან ტელიო იყო.

”ვალენსიასთან” შესანიშნავი გამარჯვების და 2 დღიანი დასვენების შემდეგ გუნდი ვარჯიშს, სიუტატ ესპორტივას მე-2 სავარჯიშო მოედანზე დაუბრუნდა. პეპ გვარდიოლას განკარგულებაში პირველი გუნდი 18 ფეხბურთელი იყო, ასევე ”ბარსა ბ”-დან კრისტიან ტელიო. კეიტა, რომელიც ბარსელონაში გასულ კვირას დაბრუნდა თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშს შეუდგა. ოთხშაბათის ვარჯიშზე არ იმყოფებოდნენ ტრავმირებულები ვილია, ფონტასი და აფელაი.

გუნდმა უკვე დაიწყო მზადება და ფიქრობს პრიმერას მომდევნო ტურის შეხვედრაზე, რომელიც ”ვისენტე კალდერონზე” კვირას, ადგილობრივი დროით 21:30 საათზე გაიმართება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.