workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვილიამ გუნდთან ერთად ივარჯიშა

ვილიამ გუნდთან ერთად ივარჯიშა

 

“ბარსელონამ” დღეს მორიგი ვარჯიში გამართა. გუნდი “ვალიადოლიდთან” გასამართი შეხვედრისთვის ემზადება. სესიაზე პირველი გუნდის მწყობრში მყოფი ყველა მოთამაშე იყო, მათ შორის ერიკ აბიდალი, რომელიც 10 თვიანი პაუზის შემდეგ თანაგუნდელებს გუშინ შეუერთდა. თანაგუნდელებთან ერთად ასევე ვარჯიშობდა დავიდ ვილია, რომელიც გუშინ დარბაზში იტვირთებოდა.

 

გუშინდელი დღის მსგავსად დღეს გუნდს ტიტო ვილანოვას თანაშემწე, ჟორდი როურა ავარჯიშებდა. ტიტო ვილანოვას დღეს ოპერაცია ჩაუტარდება.

 

ინიესტა და ადრიანო დარბაზში

 

ანდრეს ინიესტა და ადრიანო კორეია სპეციალური პროგრამით, დარბაზში ვარჯიშობდნენ. სესკ ფაბრეგასი აგრძელებს აღგდენით კურსს, დღეს ის მოედანზე, განცალკევებით ვარჯიშობდა. გუნდი “ვალიადოლიდთან” მოსამზადებლად ბოლო ვარჯიშს ხვალ, “სიუტატ ესპორტივაზე” გამართავს.

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=2iNj5lPfpYk]

 

სურათები:


sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward