workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნიონში ყველაფერი მზადაა

ნიონში ყველაფერი მზადაა

 

დღეს შვეიცარიულ ნიონში ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა გაიმართება, რომელიც თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყება. “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მეტოქე გუნდის ვინაობას გაიგებს. კატალონიელებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და  შემდეგ ეტაპზე დაუპირისპირდებიან გუნდს, რომელმაც ჯგუფში მე–2 ადგილი დაიკავა. “ბარსას” შესაძლო მეტოქეები არიან “პორტუ”, “არსენალი”, “მილანი”, “შახტარი” და “გალათასარაი”.

 

ის გუნდები, რომლებმაც ჯგუფებში პირველი ადგილები დაიკავეს 1/8 ფინალის პირველ შეხვედრა სტუმრად გამართავენ, რომელიც 12/13 ან 19/20 თებერვალს ჩატარდება. განმეორებითი შეხვედრები კი 5/6 ან 12/13 მარტს ჩატარდება. ვერცერთი გუნდი ამ ეტაპზე ვერ შეხვდება იმ გუნდს, რომელთანაც ერთად ჯგუფში ასპარეზობდა და ასევე იმ გუნდს, რომელიც მის ქვეყანას წარმოადგენს.

 

გუნდები

 

ჯგუფის გამარჯვებულები: “პსჟ”, “შალკე”, “მალაგა”, “ბორუსია”, “იუვენტუსი”, “ბაიერნი”, “ბარსელონა”, “მანჩესტერ იუნაიტედი”.

 

მეორე ადგილოსნები: “პორტუ”, “არსენალი”, “მილანი”, “რეალი”, “შახტარი”, “ვალენსია”, “სელტიკი”, “გალათასარაი”.

 

ამგავარდ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების 1/8 ფინალში ყველაზე პრესტიჟული ტურნირს 9 გამარჯვებული იასპარეზებს, გარდა შარშანდელი ჩემპიონისა. ლონდონის “ჩელსი” ასპარეზობას ევროპა ლიგაში გააგრძელებს. ამ ეტაპის ერთადერთი დებიუტანტი “მალაგაა”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward