კატალონიის “ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი დეკუ, რომელიც ამჟამად “ფლუმიენსეს” ღირსებას იცავს ამბობს, რომ მისი გულიდან “ბარსელონა” არასდროს არ წაიშლება. იტყობინება, ესპანური პრესა.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი “ბარსელონას” რიგებში 2004-2008 წლებში გამოდიოდა.
“მე უბრალოდ ბედნიერი ვიყავი “ბარსელონაში”. მე ჯერ კიდევ ბავშვობიდან ვოცნებობდი ამ კლუბში თამაშზე და მათთან ერთად არაერთი ტიტულისათვის ბრძოლაში. “ბარსელონა” სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში.” – განაცხადა დეკუმ.
ამის გარდა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ “ბარსელონა” დღესდღეობით ახლოს არის გახდეს საუკეთესო გუნდი კლუბის ისტორიაში.



