workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“კორდობა” – “ბარსელონა”. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

“კორდობა” – “ბარსელონა”. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

 

ხერარდ პიკე: “შეხვედრის დასაწყისში ძალიან გაგვიჭირდა, თუმცა დაცვაში კარგად გამოვიყურებოდით. ლეო ყველა მატჩში აჩვენებს, რომ ის საუკეთესოა. ჩვენ ვიცოდით, რომ ისინი სათანადო წინაღმდეგობას გაგვიწევდნენ. ფანები ფანტასტიკურები იყვნენ და გუნდს დიდი დახმარება გაუწიეს. ფიზიკურად თავს შესანიშნავად ვგრძნობ, მომატება კვლავ შემიძლია. მიუხედავად გამარჯვებისა “.

 

ხავიერ მასკერანო: “მეტოქე ბევრს ითხოვდა ჩვენგან, თუმცა გუნდს ძალიან სურდა გამარჯვება. მესი უნიკალურია, ის სპორტის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა. ციფრები ყველაფერს ამბობენ. ჩვენ ვსაუბრობს 88 გატანილ გოლზე, თუკი ეს ნორმალურია, მაშინ გასაოცარი რა არის? ჩვენ კარგი შედეგი მივიღეთ, თუმცა საშინაო მატჩი გველოდება წინ. ჩვენ ვალდებულები ვართ კლუბი საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ. ჩვენ თასის მფლობელები ვართ და ვიცავთ ტიტულს“.

 

დანი ალვესი: “ბურთი საშინელი იყო, რამაც თამაში გაგვირთულა. ის ანელებდა ჩვენს თამაშს, ხოლო როცა ნელდები მეტოქე კარგად გეთამაშება პრესინგს. ატმოსფერო შესანიშნავი იყო. ადამიანები დიდ სიამოვნებას იღებდნენ საკუთარ გუნდზე ყურებით. ეს იმის მაჩენებლია, თუ როგორი გასართობი უნდა იყოს ფეხბურთი. მესიზე საუბარი ადვილი არ არის. ის ნორმალური არ არის. აქამდე იყო პელე და მარადონა. 21–ე საუკუნეში მესია. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ამდენი პრობლემა არასდროს მქონია, რაც მაწუხებს. ვიმედოვნებ, რომ ეს წელი მალე დასრულდება“.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward