“ბარსელონასთვის” დასვენების დრო არ არის. გუნდმა “ბეტისთან” რთულ შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვებიდან რამდენიმე საათში “სიუტატ ესპორტივაზე” ვარჯიში გამართა და სამეფო თასის შეხვედრისთვის მზადება დაიწყო. 1/8 ფინალის პირველი შეხვედრა გუნდს ოთხშაბათს სტუმრად, “კორდობასთან” ექნება. პირველი გუნდის მოთამაშეებთან ერთად სესიაზე იმყოფებოდნენ სერხი გომესი, ჟორდი კვინტილა, ჟოან ანხელ რომანი, ხავიერ ესპინოსა, ივან ბალიუ, სერხიო არაუხო, ედგარ იე, ოიერი და კრისტიან ტელიო.
ის მოთამაშეები, რომლებიც გუშინდელ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იყვნენ მსუბუქად იტვირთებოდნენ. ისააკ კუენკა და კარლეს პუიოლი, რომელიც გუშინდელ შეხვედრაში პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს დარბაზში, სპეციალური პროგრამით ვარჯიშობდნენ.
სესკის ტრავმა დადასტურდა
დღევანდელ ვარჯიშზე გუნდს სესკ ფაბრეგასი აკლდა, რომელმაც “ბეტისთან” მატჩში დაზიანება მიიღო. სამედიცინო ტესტებმა დაადასტურეს, რომ მოთამაშეს მარცხენა ფეხის ბარძაყის კუნთი აქვს გაწყვეტილი, რის გამოც მას დაახოლებით 4 კვირა გაუცდება.
სურათები:
