მაესტრო კვლავ გვაკვირვებს

მაესტრო კვლავ გვაკვირვებს


ისევე როგორც 2008/09 სეზონში წელსაც ჩავიმ ”ვალენსია” იმ გუნდების სიაში ჩაწერა, რომელთა კარის აღებაც მოახერხა. წელს მისი მსხვერპლი ”ღამურებთან” ერთად ”მილანი”, ”რეალი” და ”სანტოსი” გახდა.

მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე გვარდიოლას ჰკითხეს, თუ რას სთხოვდა ის ჩავის, როცა ესპანელი ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდებოდა. მწვრთნელმა იხუმრა: ”სამ გოლს და სამ საგოლე გადაცემას”. მართალია ჩავის ჰეთ-ტრიკი არ შეუსრულებია, მაგრამ გუშინდელი მატჩის გმირი გახდა. მან გაიტანა მეორე, უკანასკნელი გოლი ”ვალენსიას” კარში სანამ ოფიციალურად დადასტურდებოდა ”ბარსელონას” სამეფო თასის ფინალში გასვლა. დარტყმა ზუსტი იყო, ჩავის სტილში, ბურთი პირდაპირ შორეულ კუთხეში წავიდა.

გასულ კვირას ჩავის კუნთი აწუხებდა, რის გამო მან ”ვალენსიასთან” და ”რეალ სოსიედადთან” მატჩები გამოტოვა. მისი არყოფნა გუნდს დაეტყო, რადგან არ კეთდებოდა სწრაფი პასები. ის ორივე მატჩში სათადარიგო სკამზე იჯდა, თუმცა მწვრთნელმა არ გარისკა მოედანზე მისი გაშვება. დასვენება კი მართლა დაეხმარა ნახევარმცველს. ის აკეთებდა საჭირო პაუზებს, ხედავდა მოედანს, ჰქონდა უზუსტესი გრძნობა, როგორც ყოველთვის ის ”ბარსას” თამაშს დირიჟორობდა. დიეგო ალვეშის კარში გატანილი ბურთი მე-10 აღმონჩდა ჩავისთვის. ამგვარად ჩავიმ 2008/09 სეზონის რეკორდი გაიმეორა. პეპ გვარდიოლას პირველ სეზონში მან 10 გოლის გატანა შეძლო, რაც 1 ბურთით მეტი აღმოჩნდა რაიკაარდის ეპოქის ბოლო წელს გატანილ გოლებზე. საერთო ჯამში ჩავიმ პრიმერაში 6 გოლი გაიტანა, 1 ჩემპიონთა ლიგაზე, 1 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, 2 სამეფო თასზე. რაც არ უნდა გასაკვირი იყო თასზე ორივე გოლი მან სესკ ფაბრეგასის გადაცემის შემდეგ გაიტანა.

ამ სეზონში რეკორდი უფრო დასაფასებელია, რადგან ჩავიმ თავი ისეთი საფეხბურთო ტიტანების წინააღმდეგ გამოიჩინა, როგორებიც ”მილანი” (2:3, ”სან სირო”), ”რეალი” (1:3, ”ბერნაბეუ”) და ”სანტოსია” (0:4). 2009 წელს ჩავიმ გოლის გატანა ”ატლეტიკის” კარში, თასის ფინალში შეძლო.

10 გოლთან ერთად ჩავის ანგარიშზე 10 საგოლე გადაცემაა. ჩავი ”ბარსელონას” დირიჟორია, რომელმაც ”პეპ-თიმს” შესაძლო 16 ტიტულიდან 13 მოაგებინა. ის 223 შესაძლო მატჩიდან ძირითად შემადგენლობაში 173-ჯერ გავიდა, დარჩენილი 40 შეხვედრიდან კი მხოლოდ 8 გამოტოვა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.