workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესიმ მიულერის რეკორდი დაამხო

მესიმ მიულერის რეკორდი დაამხო

 

ლეო მესიმ “ბეტისთან” შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა, რაც იმას ნიშნავს, რომ “ბარსელონას” და არგენტინის ნაკრების რიგებში 2012 კალენდარულ წელს მას 86 გოლი დაუგროვდა, რის შემდეგაც მან ლეგენდარული გერმანელი მოთამაშის, გერდ მიულერის რეკორდი დაამხო, რომელიც 1972 წლის შემდეგ ხელშეუხებელი იყო.

 

უშეცდომო მეგოლე

 

მესი, რომელიც “ოქროს ბურთის” მოგების 3 ფინალისტშია წელს დიდებულად ასრულებს. ლა ლიგის გასულ სეზონში მან 50 გოლი გაიტანა, გადაეცა “ოქროს ბუცი”. ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მან ერთ სეზონში სარეკორდო, 14 გოლი გაიტანა, მოიგო ესპანეთის სამეფო თასი. მიმდინარე სეზონში პრიმერას 15 შეხვედრაში 23 გოლი გაიტანა, ასევე მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მას 6 შეხვედრაში 5 ბურთი აქვს გატანილი.

 

დამატებით არგენტინელ მოთამაშეს 2012 წელს “ბარსელონას” რიგებში კიდევ 3 შეხვედრა აქვს ჩასატარებელი – ერთი სამეფო თასზე, ხოლო 2 ესპანეთის ჩემპიონატში.

 

74 გოლი “ბარსაში”

 

86 გატანილი გოლიდან 74 მან “ბარსაში” გაიტანა, ხოლო 12 არგენტინის ნაკრებში. 56 გოლი მან პრიმერაში გაიტანა, 13 ჩემპიონთა ლიგაში, ესპანეთის სამეფო თასზე 3 და ესპანეთის სუპერთასზე 2.

 

გერდ მიულერმა 1972 წელს “ბაიერნის” რიგებში 72 გოლი გაიტანა, ხოლო გერმანიის ნაკრებში 13. იმ წელს მან 60 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მესიმ ახალი რეკორდი 25 წლის ასაკში დაამყარა, ხოლო ლეგენდარული გერმანელი 1972 წელს 27 წლის იყო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward