მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი: “მსურს, რომ ჩემზე კარიერის დასრულების შემდეგ მსჯელობდნენ”

მესი: “მსურს, რომ ჩემზე კარიერის დასრულების შემდეგ მსჯელობდნენ”

 

“ბარსელონას” თავდამსხმელმა, ლეო მესიმ განაცხადა, რომ გასული სეზონი გუნდისთვის ცუდი გამოდგა და ასევე აღნიშნა, რომ არ ცდილობს უკეთესი იყოს, ვიდრე დიეგო მარადონა და პელე არიან.

 

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით “ბარსელონამ” მხოლოდ სამეფო თასის ტიტულის მოგება შეძლო.

 

“მე არ ვიცი რა მოხდა გასულ სეზონში. ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მომავალში ასეთი რამ აღარ განმეორდეს” – განაცხადა მესიმ “Voetbal International”–თან ინტერვიუში.

 

“დიდი პატივია იმის გაგონება, რომ დიეგო მარადონას და პელეს მადარებენ. მე მხოლოდ იმას ვცდილობ, რომ საუკეთესო ვიყო ჩემი თავისთვის და გუნდისთვის. ჩემი მიზანი სხვების გასწრება არაა. მსურს, რომ ჩემზე მხოლოდ კარიერის დასრულების შემდეგ მსჯელობდნენ” – განაცხადა არგენტინელმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში