კატალონიის “ბარსელონას” ამჟამინდელ შემადგენლობას აქვს კარგი შანსი ისევე შევიდეს კლუბის ისტორიაში, როგორც პირველი გუნდი, რომლემაც მოიგო ჩემპიონთა თასი 1992 წლის 20 მაისს. “ოცნების გუნდის” ფეხბურთელები აცხადებენ პროგნოზს ოთხშაბათის ფინალზე. ამ გუნდის წევრებმა იციან ყველაფერი ლიგის ჩემპიონობის შესახებ და თვლიან, რომ განმეორდება ის შედეგი, რაც 1992 -ში მოხდა.
ხუან კარლოსი.
“ნებისმიერი ფინალი აუცილებლად დაბალანსებული უნდა იყოს და ახლაც ასეა. ფინალში ერთმანეთს ხვდება ევროპის ორი უძლიერესი გუნდი. “ბარსასთვის” მთავარია თავისი სტილი არ დაკარგოს, ბურთზე კონტროლი და სისწრაფე.”
გილერმო ამორი.
“ფინალში გამოკვეთილი ფავორიტი არ არსებობს, მაგრამ “ბარსას” თამაში უფრო ხარისხიანია.”
მიგელ ანხელ ნადალი.
“ფინალში გამარჯვების გასაღები თავდაცვაა, მაგრამ “ბარსელონა” ფრთხილად უნდა იყოს, რადგან “მანჩესტერს” ჰყავს სწრაფი და ძლიერი ფეხბურთელები.”
ხოსე მარი ბაკერო.
“არ შეიძლება ესეთ თამაშში ფავორიტზე საუბარი, მაგრამ კატალონიელებმა მთელი სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარეს და გაჩემპიონების ღირსები ნამდვილად არიან.”
ანდონი სუბისარეტა.
“მე არ ვიცი ფავორიტი რომელია, მაგრამ იმაში დარწმუნებული ვარ, რომ ეს თამაში იქნება საუკეთესო.”
ალბერტ ფერერი.
“მე ყოველთვის ვიქნები ამაყი უემბლიზე გამარჯვების გამო. ვიმედოვნებ ოთხშაბათს ისეთივე საღამო იქნება, როგორიც ლონდონში და პარიზში.”
ეუსებიო საქრისტანი.
“”ბარსელონამ” წელს საუცხოო სეზონი ჩაატარა. ვიმედოვნებ, რომში კატალონიელები გაიმარჯვებენ.”
რონალდ კუმანი.
“ვიმედოვნებ, “ბარსა” მოიგებს ჩემპიონთა ლიგის ტიტულს, რადგან მან ეს დაიმსახურა.”
ხრისტო სტოიჩკოვი.
“მე მჯერა, რომ ჩვენ მოვიგებთ ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონის ფინალს, ისევე როგორც ეს გავაკეთეთ უემბლიზე. ის დღე იყო ჩემს კარიერაში საუკეთესო.”
ხულიო სალინასი.
“ინგლისელი ბუკმეიკერები “მანჩესტერს” თვლიან ფავორიტად. მართალია “ბარსელონას” ძირითადი მცველები აკლია, მაგრამ მე მჯერა ისინი კარგად ითამაშებენ და ტიტულს მოიგებენ.”
რიკარდო სერნა.
“უემბლი იყო პირველი სტადიონი, სადაც კლუბის ისტორიაში პირველი ჩემპიონთა თასი აღიმართა. კატალონიელებს აქვთ საკმაოდ კარგი შანსი კლუბის ისტორიაში შასასვლელად.”
ქრისტობალი.
“უემბლის ფინალი იყო ფანტასტიური. ვიმედოვნებ, რომში კატალონიელები შემოგვთავაზებენ დაუვიწყარ ღამეს.”
წყარო www.fcbarcelona.cat