დღეს დილით “ბარსელონამ” ესპანეთის სამეფო თასის შეხვედრისთვის მოსამზადებლად ბოლო ვარჯიში ჩაატარა “ნოუ კამპზე”. სესიაზე მხოლოდ განაცხადში მყოფი 16 ფეხბურთელი იმყოფებოდა, მათ შორის დავიდ ვილია, რომელმაც ექიმებისგან თამაშის უფლება მიიღო. ფეხბურთელმა დაზიანების გამო გასულ კვირას, “ლევანტესთან” მატჩი გამოტოვა.
ვარჯიშის დასურულების შემდეგ მოთამაშეები დასასვენებლად სახლებისკენ გაიშურნენ, თუმცა სტადიონზე დაბრუნება მათ მალევე მოუწევთ, რადგან 21:30 საათზე უკვე “ალავესთან” გასამართი შეხვედრა იწყება.
სურათები:



