პედრო 1 კვირას გამოტოვებს

პედრო 1 კვირას გამოტოვებს


”ბარსელონას” თავდამსხმელი, პედრო როდრიგესი იძულებულია უახლოესი ორი მატჩი გამოტოვოს ტრავმის გამო.

”Catalunya Informació”-ს ცნობით პეპ გვარდიოლას პედროს იმედი სამეფო თასის 1/2 ფინალურ შეხვედრაში, ”ვალენსიასთან” მატჩში არ ექნება და კანარის კუნძულელი ასევე გამოტოვებს პრიმერას შემდეგი ტურის შეხვედრას ”რეალ სოსიედადთან”.

პედრო ტრავმის გამო გამოტოვა ”ვილიარეალთან” გასვლითი მატჩი. მისი ტრავმა თავდაპირველად სერიოზული არ ჩანდა, თუმცა ტრავმის სრულ განკურნებას 9 დღე სჭირდება.

კიდევ ერთი დაბრკოლება პეპ გვარდიოლასთვის თებერვლის თვეში. კატალონიელი მწვრთნელის განკარგულებაში მხოლოდ პირველი გუნდის 15 ფეხბურთელია, თუ მათ შორის ისააკ კუენკას ჩავთვლით.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.