პირველ გუნდში დებიუტიდან 10 წლის იუბილიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ანდრეს ინიესტას კვირას “ბარსას” რიგებში 422–ე შეხვედრის ჩატარება შეუძლია და ამგვარად ის კლუბის ლეგენდას, გილერმო ამორს (421) გადაასწრებს.
ლა მასიას ორი სიმბოლო
“ლევანტესთან” გასამართ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე გილერმო ამორი და ანდრეს ინიესტა “სიუტატ ეპსორტივაზე” შეხვდნენ. შეხვედრა ვარჯიშის წინ შედგა და ორივე მათგანს საკუთარი მაისურები ეჭირათ: “ითამაშო “ბარსას” რიგებში ძალიან რთული მისიაა, ხოლო 421 შეხვედრის ჩატარება კიდევ უფრო რთულია. ვფიქრობ, რომ ამაში ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველდღიური ცხოვრებაა: უნდა იფიქრო როგორ ჩაატარო შემდეგ ვარჯიში და შემდეგ მატჩი. თუკი შენ სათანადო დონეზე ითამაშებ, მაშინ საკუთარ თავზე იქნება დამოკიდებული. ამის გამო ახლა ჩვენ ვუყურებთ ფეხბურთელთა იმ თაობას, რომლებსაც რეკორდების დამხობა შეუძლიათ” – განაცხადა ამორმა.
ანდრეს ინიესტასთვის ეს ციფრი განსაკუთრებულია: “ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქმეები წლებია კარგად მიდის. გააუმჯობესო ამორის მიღწევა, რომელიც კლუბში მისაბაძი მაგალითი იყო ძალიან სასიამოვნოა“.
ერთმანეთის შექება
შეხვედრა გაიმართა იმ ადგილზე, სადაც “ბარსელონას” მომავალი ფეხბურთელები იზრდებიან და სადაც ამორი და ინიესტა აღიზარდნენ: “ამორი ლა მასიაში ძალიან პატარა ასაკში მოვიდა. მას ბევრი სირთულის გადალახვა მოუწია ოჯახისგან დაშორებით. ჩემი ისტორია ძალიან გავს მის ისტორიას. ის კლუბში გაიზარდა, თამაშობდა ისეთ სტილში, როგორ სტილშიც ჩვენ ვთამაშობთ” – ამბობს “ბარსას” მე–8 ნომერი.
ამას გარდა ორივე მოთამაშე ახალგაზრდებისთვის მისაბაძი მაგალითები არიან: “ინიესტა გამორჩეული მოთამაშე და შესანიშნავი ადამიანია. ის მესის, ჩავის და სხვა ფეხბურთელების მსგავსად მისაბაძი მაგალითები არიან. მოედნის მიღმა ის კიდევ უკეთესია. ეს ძალიან რთულია, რადგან ის უმაღლესი დონის მოთამაშეა. მას კიდევ ბევრი თამაშის ჩატარებას ვუსურვებ, რადგან ის შესანიშნავია მოედანზე და იმსახურებს ამას” – დაამატა ამორმა.
ინიესტა მე–6 პოზიციას დაიკავებს
კიდევ ერთი ოფიციალური შეხვედრის ჩატარების შემდეგ ანდრეს ინიესტა “ბარსაში” ჩატარებული მატჩების რაოდენობით მე–6 პოზიციაზე გადაინაცვლებს. აქვე კი ლიდერთა სიას შემოგთავაზებთ:
1. ჩავი ერნანდესი (647)
2. კარლეს პუიოლი (564)
3. მიგელი (549)
4. ვალდესი (476)
5. რექსაჩი (447)
6. ამორი (421)
7. ინიესტა (421)