workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გერმანია–არგენტინა. მწვრთნელები მატჩის შემდეგ

გერმანია–არგენტინა. მწვრთნელები მატჩის შემდეგ

როგორც მოგეხსენებათ გუშინ გაიმართა 1/4 ფინალური მატჩი გერმანიასა და არგენტინის ნაკრებებს შორის (4:0). თამაშის შემდეგ მწვრთნელებმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც მათ ყველაფერ ახსნეს.

იოკიმ ლიოვი

“ჩემმა გუნდმა ისე ითამაშა, როგორც ნამდვილ ჩემპიონებს შეეფერებათ. ეს იყო ბრწყინვალე სანახაობა და სასიხარულოა ამდენი გოლის გატანა რომ მოვახერხეთ და გავანადგურეთ ისეთი მეტოქე, როგორიც არგენტინაა. მეორე ტაიმში არგენტინელებმა პრესინგს მიმართეს, რაც მატჩი უფრო სწრაფი და ორმაგად სანახაობრივი გახადა. ჩვენ მოწინააღმდეგემ ნამდვილად არ გაგვაოცა. ვიცოდით, რომ მესი ცენტრში ითამაშებდა და ვცდილობდით მისთვის არ გვეცადა ბურთის მიღება და დამუშავება. აქვს თუ არა გერმანიას რაიმე პრობლემა? გუშინ გავანადგურეთ არგენტინა, ანგარიშით 4:0. რა პრობლემაზეა საუბარი?! როგორც ზევით აღვნიშნე, მეორე ნახევარში მოგვიწია დაცვაში დგომა, თუმცა კონტრშეტევებზე ნამდვილად ბრწყინვალედ ვითამაშეთ. დიდ ტურნირებზე ყველა ელოდება ისეთი ვარსკვლავების გაბრწყინებას, როგორებიც არიან მესი, რუნი, რონალდო. მათ  ამ მუნდიალზე ვერაფერი ვერ მოახერხეს. ჩემმა შეგირდებმა გუშინ მესის, ტევესს და იგუაინს განძრევის საშუალება არ მისცეს. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ თუ ისინი მოახერხებდნენ მოწინააღმდეგე გუნდის თავდამსხმის ხაზის განეიტრალებას, მაშინ ყველაფერი კარგად დასრულდებოდა და ასეც მოხდა. ჩვენ ეს გამარჯვება გასახდელში აღვნიშნეთ და ახლა მხოლოდ და მხოლოდ 1/2 ფინალზე ვფიქრობთ. რა მითხრა მატჩის შემდეგ მარადონამ? მან მითხრა, რომ იგი განადგურებულია და, რომ თავს დამცირებულად გრძნობს.”

დიეგო არმანდო მარადონა

“მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო აბსოლიტურად ყველა ფეხბურთელს გაწეული სამუშაოსათვის. ჩვენ ვერ ავიხდინეთ ოცნება, თუმცა ვითამაშეთ ისე, როგორც მე მიყვარს, ლამაზად და სანახაობრივად. ეს მარცხი მესის გულამდე ნამდვილად მივიდა და მას გასახდელში ცრემლებიც კი წამოსცვივდა; ვინც ფიქრობს მასზზე, რომ იგი არ თამაშობს არგენტინაში ისე, როგორც “ბარსაში”, ისინი უბრალოდ დებილები არიან. დღევანდელი დღე შეიძლება ჩემი სამწვრთნელო კარიერის ბოლო დღეც გამოდგეს. აბსოლიტურად ყველას სურდა ჩვენი საუკეთესო ოთხეულში გასვლა, თუმცა სამწუხაროდ ეს ვერ მოვახერხეთ. 1982 წელს მე გადავიტანე მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვარდნა, მაგრამ მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. ოქტომბერში 50 წელი მისრულდება. ეს მარცხი ყველაზე მძიმე მომენტია ჩემს ცხოვრებაში. ეს იგივეა, რაც მოგხვდეს მუჰამედ ალის მუშტი (იუმორის გრძნობა მაინც არ დაუკარგავს. ავტ.). ახლა საერთოდ არ მაქვს ძალა.”

წყარო: sports.ru

 

ახლა კი გთავაზობთ მატჩის შემდეგ გადაღებულ ვიდეოს. მარადონა თავის ქალიშვილ, დალმას ეხუტება და კოცნის, ხოლო ამ დროს გასახდელში იოკიმ ლიოვი შემოვა, რომელსაც სურს დიეგოს ხელი ჩამოართვას და გაესაუბროს, თუმცა იგი გადაწყვეტს ხელი არ შეუშალოს გადახვეულ მამა–შვილს.

   

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward