“ბარსელონას” ხვალ შესაძლოა ყინვაში მოუწიოს თამაში. “სპარტაკის” მოედანზე ასევე ხელოვნური საფარია დაგებული. მიუხედავად ამისა სესკ ფაბრეგასი მიიჩნევს, რომ გუნდს ეს პირობები ხელს ვერ შეუშლის.
“მოედნის საფარი და სიცივე გამამართლებელი საბაბი არ იქნება” – აღნიშნა ფაბრეგასმა, რომელიც უფრთხის მომავალ მეტოქეს: “მათი პოტენციალი ჩვენ პირველ შეხვედრაში ვნახეთ, ახლა უფრო რთული იქნება. ჩემპიონთა ლიგაში ყველა მეტოქე ძალიან სახიფათოა, ხოლო რუსეთში თამაში განსაკუთრებით რთულია. წინ რთული შეხვედრა გველის, თუმცა ჩვენ არ ვფიქრობთ მოედანზე და სიცივეზე, ჩვენ გვურს მოგება. ჩვენ ყოველთვის ჩვენი სტილით ვთამაშობთ და უნდა შევეგუოთ ნებისმიერ სიტუაციას“.
მოხარულია საკუთარი თამაშით
შეკითხვაზე, იქნება თუ არა ის ძირითდში სესკმა ახსნა: “მე ყოველთვის ვცდილობ საუკეთესოდ წარმოვაჩინო თავი, შემდეგ კი ყველაფერი ბოსის გადასაწყვეტია. მე ბევრს ვთამაშობ და ბედნიერი ვარ. ჩვენ გვყავს მოთამაშეები, რომლებსაც ყოველთვის შეუძლიათ წინააღმდეგობის გაწევა ძირითადში ადგილისთვის და ეს ძალიან კარგია“. სესკს ასევე სჯერა, რომ ძირითადში მისი და ანდრეს ინიესტას ერთად თამაში პრობლემას არ წარმოადგენს და ასევე მოხარულია კარლეს პუიოლის დაბრუნებით: “ის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ის არასდროს ნებდება და ყოველთვის სურს გაუმჯობესება“.



