ვიზასთან დაკავშირებული პრობლემის გამო “ბარსელონას” ნახევარმცველი, სესკ ფაბრეგასი მოსკოვის აეროპორტის დატოვებას ვერ ახერხებდა. ახლა პრობლემის მოგვარებას კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა ცდილობს.
საქმე ისაა, რომ სესკს პასპორტის 2 ასლი აქვს, რადგან ერთი პასპორტი მან დაკარგა. როგორც ჩანს ფეხბურთელმა დაკარგული პასპორტი იპოვა. რუსეთში კი მან ის ასლი წაიღო, რომელშიც ვიზა ჩარტყმული არ იყო. აეროპორტის თანამშრომლებმა ნახეს, რომ დოკუმენტები წესრიგში არ იყო, ამიტომაც “ბარსას” ხელმძღვანელებმა პრობლემის გადაჭრის გზის ძებნა დაიწყეს.
სესკს აეროპორტში დარჩენა მოუწია, რადგან ვიზის საკითხი უნდა გაირკვეს. მისი თანაგუნდელები კი უკვე სასტუმროში იმყოფებიან.



