მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

 

პარასკევს ექიმებმა კარლეს პუიოლს თამაშის უფლება დართეს. ფეხბურთელი გუნდს 2 ოქტომბრის შემდეგ ვერ ეხმარებოდა, როცა “ბენფიკასთან” მატჩში იდაყვი ამოიგდო. 45 დღის შემდეგ კაპიტანი კვლავ მზადაა თამაშისთვის და ტიტო ვილანოვას განკარგულებაშია.

 

“ბარსას” მთავარმა მწვრთნელმა გუნდის უმნიშნელოვანესი წევრები – მცველები დაიბრუნა. ხერარდ პიკემ უკვე 1 კვირის წინ შეძლო მოედანზე 90 წუთის გატარება. მიუხედავად ამისა გუნდის ლეზარეთში კვლავ რჩებიან ალექსისი, ადრიანო, ტიაგო, მუნიესა, კუენკა და აბიდალი. ხვალინდელ მატჩში დისკავლიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს ბუსკეტსი.

 

სავარჯიშო სესია

 

დღევანდელ სესიაზე მწყობრში მყოფი ყველა ფეხბურთელის გარდა “ბარსა ბ”–ს მოთამაშეები, კრისტიან ტელიო და ბანუსი იმყოფებოდნენ. ადრიანო კორეია და ტიაგო ალკანტარა განცალკევებით იტვირთებოდნენ. ვიქტორ ვალდესს დღეს თავისუფალი დღე მისცეს, რადგან დილით მას მეორე შვილი შეეძინა. მიუხედავად ამისა თანაგუნდელების ვარჯიშამდე ის იმყოფებოდა “სიუტატ ესპორტივაზე” და მსუბუქად ვარჯიშობდა.

 

თანაგუნდელებთან ერთად, სრული დატვირთვით ვარჯიშობდნენ ლეო მესი, დავიდ ვილია და დანი ალვესი, რომლებიც გუშინ დარბაზში იტვირთებოდნენ.

 

გუნდი “სარაგოსასთან” მატჩამდე ბოლო ვარჯიშს ხვალ, 11:30 საათზე “ნოუ კამპზე” გამართავს.

 

 

სურათები:


ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში