პარასკევს ზუსტად 9 წელი გადის ლეო მესის დებიუტიდან “ბარსელონას” პირველ გუნდში. არგენტინელმა მთავარ გუნდში პირველად ამხანაგურ შეხვედრაში, “პორტუსთან” ითამაშა. ის შეხვედრა სტადიონ “დრაგაუს” გახსნას მიეძღვნა “ევრო 2004″–ის წინ. მესი მაშინ 16 წლის იყო და ჯერ კიდევ ასაკობრივ გუნდშ თამაშობდა. იმ დღეს ის მოედანზე 75–ე წუთზე შევიდა ფერნანდო ნავაროს ნაცვლად. არგენტინელს თავის გამოჩენის შანსი 2–ჯერ მიეცა. ჩავი ერნანდესი გუნდის კიდევ ერთი ვეტერანია, რომელმაც იმ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
მეორე დღეს ლეო მესიმ ინტერვიუ მისცა “ბარსა ტვ”–ს. არგენტინელი მოხარული იყო ოცნების ასრულების გამო და იმედი გამოთქვა, რომ კიდევ არაერთხელ მიეცემოდა თავის გამოჩენის შანსი ფრანკ რაიკაარდის ხელმძღვანელობის დროს.
[media=http://www.youtube.com/watch?v=XgrBgllOjcc]



