მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მონტოია: “მე ვსწავლობ ალვესისგან”

მონტოია: “მე ვსწავლობ ალვესისგან”

 

მარტინ მონტოია მიმდინარე სეზონში გუნდის ერთ–ერთი წარმატებული ფიგურაა, რომელმაც მოიპოვა ტიტო ვილანოვას ნდობა, რადგან დანი ალვესის ტრავმის დროს მან შესანიშნავად შეცვალა ბრაზილიელი, ამაზე მონტოიამ პრეს–კონფერენციაზე ისაუბრა: “მე ნამდვილად ბედნიერი ვარ. ვიმედოვნებდი, რომ ვითამაშებდი, თუმცა ამდენ შეხვედრაში მონაწილეობას არ ვფიქრობდი“.

 

“დანის და მე შეტევაში წასვლა გვიყვარს”

 

დანი ალვესი ამჟამად გუნდის ნომერ პირველი მარჯვენა მცველია, ამაში ეჭვი მონტოიასაც არ ეპარება: “ის ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო მარჯვენა მცველია, თუმცა ახლა 100 პროცენტით მზად არ არის. მისგან სწვალს ვაგრძელებ  და ყოველ დღე მეტს ვიგებ“. ესპანელი ასევე ხედავს მსგავსებას მასსა და ალვესს შორის: “ორივე ჩვენგანს შეტევაში წავსლა გვიყვარს. ჩვენ ასევე კარგი მცველები ვართ – ვცდილობთ, რომ მეტოქეს წინსვლის საშუალება არ მივცეთ. მე ტაქტიკურად ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი“.

 

დრო აღდგენისთვის

 

მონტოიას, რომელსაც პანამაში გაფრენა მოუწია ამბობს, რომ ახლა დასვენება და აღდგენა სჭირდება. “ჩემთვის დიდი პატივი იყო ნაკრებში გამოძახება. პრივილეგიაა ნაკრებთან ერთად ყოფნა და ძალიან ბედნიერი ვარ გამოძახებით. მოხარული ვიქნებოდი სათამაშო დრო რომ მიმეღო, თუმცა თუკი მუშაობას გავაგრძელებთ აუცილებლად მომეცემა თამაშის საშუალება“.

 

მონტოიამ ბოლოს გაიხსენა, რომ “რეალთან” შეხვედრაში მას ანგარიშის 3:2 გახდომა შეეძლო: “მე ვიხსენებ იმ მომენტს, ხალხი ქუჩაში მხვდება და იმ ეპიზოდზე მესაუბრება. ძალიან ახლოს ვიყავი გოლის გატანასთან, თუმცა ასე არ მოხდა“.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში