მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“მალიორკა” – “ბარსელონა”. გამორჩეული მოთამაშეები

“მალიორკა” – “ბარსელონა”. გამორჩეული მოთამაშეები

 

ლეო მესი 

 

ამ შეხვედრის გამართვამდე კარლოს ბიანკიმ განაცხადამ რომ “ბარსას” 10 ნომერი “ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეა. ის ყოველთვის მაღალ დონეზე თამაშობს”. მწვრთნელის სიტყვები ზუსტად იმ კვირას გავრცელდა, როცა ლეომ გააუმჯობესა 1958 წელს პელეს დამყარებული რეკორდი. 2012 წელს გატანილი 76 გოლით მან მეფის რეკორდი გააუმჯობესა და ახლა მას თვეზე მეტი აქვს წინ, რათა გერდ მიულერის (85 გოლი 1975 წელს) ყველა დროის რეკორდი მოხსნას.

 

ჩავი ერნანდესი

 

ესპანელი ნახვერამცველი კვლავ გუნდის მეტრონომია. მისი თამაში “მალიორკასთან” ძალიან მაღალ დონეზე უნდა შეფასდეს, რადგან მან ყველაზე მეტი გადაცემა გაუკეთა თავდამსხმელებს. “ბარსელონას” ბურთის ფლობა 73% იყო, რაც ჩავის უზუსტესმა მოქმედებებმა გამოიწვიეს.

 

კრისტიან ტელიო

 

შესანიშნავი მატჩი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის, რომელმაც გუნდის მესამე გოლი გაიტანა. მარცხენა ფრთაზე თამაშისას ტელიომ მიცემული შანსი გამოიყენა და მწვრთნელისგან შექებაც მიიღო. მისი მატჩები “რეალ სოსიედადთან” და მოსკოვის “სპარტაკთან” ასევე გამოსარჩევები იყო. ის მატჩები “ნოუ კამპზე” გაიმართა. გასვლით შეხვედრაში კი ტელიომ დაამტკიცა, რომ მარცხენა ფრთაზე დიდებულად ირჯება და ტიტო ვილანოვას გუნდისთვის მნიშნელოვანი ფიგურაა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში