დღეს ლეო მესი ახალ ბუცებს მოირგებს

დღეს ლეო მესი ახალ ბუცებს მოირგებს

ლეო მესიმ Facebook-ის საშუალებით გულშემატკივრებს აჩვენა ის ბუცები, რომელსაც დღეს საღამოს "რეალის" წინააღმდეგ მატჩში მოირგებს.

 

არგენტინელი ვარსკვლავის განცხადებით დღევანდელ "კლასიკოში" თეთრი ან ოქროსფერი ბუცები არცთუ კარგი ვარიანტი იქნებოდა. ლეომ არჩევანი გააკეთა ახალ ბუცებზე, რომელიც "ბარსელონას" ფერებთან მიახლოვებულია.

 

იმედი ვიქონიოთ, რომ ახალი ბუცები ლეოსთვის წარმატების მომტანი იქნება. დღეს ხომ განსაკუთრებული დღეა - პეპ გუარდიოლა იუბილარია, ხოლო თავად მესი თავის მე-300 ოფიციალურ, საიუბილეო მატჩს ატარებს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.