მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“სელტიკი” – “ბარსელონა”. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

“სელტიკი” – “ბარსელონა”. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

 

ლეო მესი: “ჩვენ კვლავ პირველ ადგილზე ვართ ჯგუფში, ამიტომაც შეწუხებულები არ ვართ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ კარგი შეხვედრა ჩავატარეთ, შევქმენით მომენტები, თუმცა ბურთი კარში არ შედიოდა. ასეთივე მატჩი იყო “ნოუ კამპზე”, ისინი დაცვაში მაგრდებიან და კონტრ–შეტევებს ელოდებიან“. 

 

სესკ ფაბრეგასი: “ფეხბურთში არ არსებობს სამართლიანობა და უსამართლობა. შენ უნდა მოიგო, ეს არის და ეს. ჩვენ გვქონდა მომენტები, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ, მეტოქემ კი საკუთარი შანსები გამოიყენა. ჩვენ ჩვენს სტილში თამაში უნდა გავაგრძელოთ, სეზონის მიმდინარეობით მოხარულები ვართ. წინ 2 თამაში გველის და გამარჯვებებს ვგეგმავთ“.

 

ჟორდი ალბა: “ის შანსები რომ არ შეგვექმნა, რაც გვქონდა, მაშინ მოედანს ასეთი გრძნობით არ დავტოვებდი, თუმცა ახლა შემდეგ შეხვედრაზე კონცენტრირების დროა. ჩვენი მეტოქეები მუდმივად დაცვაში მაგრდებიან და სივრცეებს ზღუდავენ, თუმცა ეს არ გვაწუხებს. თამაშიდან გამომდინარე მარცხენა და მარჯვენა ფლანგებს წინ წასვლის შანსი მოგვეცა. ყოველ დღე და ყოველ მატჩში წინ თამაშის დროს თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობ. მათ მომენტები სტანდარტულების დროს შეგვიქმნეს, რადგან იციან, რომ მაღლები არ ვართ, ჩვენაც შევქმენით მომენტები, თუმცა მათი მეკარე დიდებული იყო“.

 

მარკ ბარტრა: “ჩვენ ჩვენი მომენტები ვერ გამოვიყენეთ, ხოლო მათ დიდებულად იხეიერს მომენტებით, ამან გამოიწვია მარცხი. ჩვენ წინსვლა უნდა გავაგრძელოთ. ოპტიმისტურად ვართ, რადგან ჯგუფის ლიდერები ვართ“.

 

ჩავი ერნანდესი: “მეტოქემ ჩვენი ორი შეცდომით ისარგებლა. ჩვენ კი ჩვენი შანსები ვერ გამოვიყენეთ, ამიტომაც შოტლანდიელებს გამარჯვება უნდა მივულოცოთ. ახლა ჩვენთვის მოსკოვის “სპარტაკთან” მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია. ჯგუფში პირველი პოზიცია უნდა დავიკავოთ. გუნდმა ეს შანსი ხელიდან გლაზგოში გაუშვა, თუმცა მთავარია, რომ ჩვენს შედეგებზე ვართ დამოკიდებულები“.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში