კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა სეიდუ კეიტამ კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი დამოკიდებულება ფინალში მისი დაცვის ხაზზე დაყენებაზე. იგი ფიქრობს, რომ უფრო ეფექტიანი იქნებოდა მისი დაყენება იმ პოზიციაზე სადაც თამაშობდა მანამდე და აი რა განაცხადა მან ინტერვიუში:
“რატომ უნდა შევიცვალო სათამაშო პოზიცია და დავდგე უკან, როდესაც ამისთვის ბარსელონას საჭირო ფეხბურთელები ყავს”.
“იმ ადგილას სადაც ჩემი დაყენებაა განზრახული პუიოლს, კასერესს და სილვინიოს შეუძლიათ თამაში. ჩემი საუკეთესო სათამაშო პოზიცია ნახევარ-დაცვაა”.
“”მანჩესტერ იუნაიტედი” ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელებით. მოიგო ბრძოლა მათთან რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. მე ძალიან გახარებული ვიქნები თუ ამას მოვახერხებთ. ეს ჩემი ოცნებაა და ალბათ ბევრი “ბარსელონელისაც”. ჩვენ შეგვიძლია ამ მოგებით ისტორიაში შევიდეთ. თუ გავიმარჯვებთ ეს სეზონი ჩემს კარიერაში საუკეთესო იქნება”, -დაასრულა კეიტამ.
წყარო www.goal.com