– მიმდინარე სეზონში გატანილი 46 გოლიდან 7 მცველების ანგარიშზეა. ადრიანო კორეაიმ და ჟორდი ალბამ 3-3 გოლი გაიტანეს, 1 ბურთი კი კარლეს პუიოლის ანგარიშზეა.
– გუშინ მიმდინარე სეზონში პირველად მოხდა ისე, რომ შეხვედრაში ორი გოლი მცველებმა გაიტანეს. 2011 წლის 19 ნოემბერს ”სარაგოსასთან” მატჩში (4:0) გოლები კარლეს პუიოლმა და ხერარდ პიკემა გაიტანეს.
– ჟორდი ალბამ პრიმერაში ორი გოლი გაიტანა და ორივე მათგანი გალისიურ კლუბს გაუტანა (”დეპორტივო”, ”სელტა”). ჩემპიონთა ლიგაში მან ”სელტიკის” კარის დალაშქვრა შეძლო.
– დავიდ ვილიამ 12 შეხვედრაში 6 გოლის გატანა შეძლო. ხავი ვარასს ასტურიელი ფორვარდისგან 3 ბურთი აქვს გაშვებული.
– ამ გამარჯვების და ”ატლეტიკოს” დამარცხების შემდეგ გუნგი ერთიპოვნული ლიდერი გახდა.
– ბურთის ფლობა 69%-31% იყო ”ბარსას” სასარგებლოდ.
– ”ბარსელონამ” კარისკენ 13-ჯერ დაატყა, ზუსტი კი 11 იყო. კატალონიელებმა 914 გადაცემა გააკეთეს, საიდანაც 847 ზუსტი იყო.
– სესკი და ვალდესი გუნდის ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც პრიმერას 10-ივე შეხვედრაში ძირითადში იყვნენ.