კატალონიის “ბარსელონას” ფორვარდი დავიდ ვილია, 2012/13 წლების სეზონის ბოლოს გადაწყვეტს დარჩეს ამჟამინდელ კლუბში თუ ახალი გუნდი მოძებნოს, იტყობინება El Mundo Deportivo.
წყაროზე დაყრდნობით, ასტურიელის გადაწყვეტილებაზე მისი სათამაშო დრო და კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა იქონიებს გავლენას. ვილიას შეძენით ტურინის “იუვენტუსია” დაინტერესებული.
ცნობისთვის 30 წლის შემტევი “ბლაუგრანას” ღირსებას 2010 წლის ზაფხულიდან იცავს და არაერთი მშვენიერი მატჩი აქვს ჩატარებული.


