workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი ლა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა 10-ეულშია

მესი ლა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა 10-ეულშია

 

ლეო მესი აგრძელებს რეკორდების დამხობას. არგენტინელმა, რომელმაც გუშინდელ შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა პრიმერაში უკვე 182 გოლი დააგროვა, რის შემდეგაც ის ლა ლიგის ყველა დროის ბომბარდირთა 10-ეულში შევიდა. ლეო ამ მაჩვენებლით ხუან არზას გაუთანაბრდა, ფეხბურთელს, რომელიც 1943 წლიდან 1959 წლამდე ”სევილიაში” ასპარეზობდა. მესი 4 ბურთით ჩამორჩება სანტილიანას (186 გოლი), რომელიც მადრიდის ”რეალში” 17 სეზონის განმავლობაში თამაშობდა. ბომბარდირთა სიას კი ზარა (”ატლეტიკი) ლიდერობს, რომელსაც 251 გოლი აქვს გატანილი.

მესამე საუკეთესო შედეგი საშუალო მაჩვენებელში

საუკეთესო 10 გოლეადორს შორის ლეო შეხვედრაში საშუალოდ 0.82 გოლს იტანს, რაც მე-3 საუკეთსო შედეგია. საუკეთესო მაჩვენებლი ზარას (0.91 გოლი მატჩში) აქვს დამე-8 ადგილზე მყოფ მუნდოს (0.84 გოლი მატჩში). ლეოს საშუალო მაჩვენებელი ისეთ ფეხბურთელებზე უკეთესი აქვს, როგორებიც რაული, ქვინი და არზა არიან.

13 ჰეთ-ტრიკი და 2 პოკერი

ლეომ 182 გოლი 223 შეხვედრაში გაიტანა. მცირე გამონაკლისის გარეშე ის ყოველ წელს აუმჯობესებს საკუთარ მიღწევებს. 2004/05 სეზონის შემდეგ, როცა მან პირველი გოლი გაიტანა ლა ლიგაში ”ალბასეტესთან” მისი შედეგი ასეთია – 6, 14, 10, 23, 34, 31, 50 გოლი ყოველ სეზონში შესაბამისად.

ლეოს მიმდინარე სეზონში პრიმერას 9 შეხვედრაში 13 გოლი აქვს გატანილი, თუკი არგენტინელი ასეთ ტემპში გააგრძელებს, მაშინ სეზონის ბოლოს ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მე-6 ან მე-7 პოზიციაზე იქნება.

”ატლეტიკო” და დიეგო ალვესი – საყვარელი მსხვერპლები

”ატლეტიკო” ის გუნდია, რომელსაც პრიმერაში ლეომ ყველაზე მეტი – 15 გოლი გაუტანა. მას შემდეგ მოდიან ”რასინგი” (12), ”სევილია” (11) და ”სარაგოსა” (11). დიეგო ალვესი, რომელმაც ლეოსგან 11 გოლი გაუშვა პირველ პოზიციაზე არგენტინელის საყვარელ მეკარეებს შორის, მეორეზე კი იკერ კასილიასია (10).

არგენტინელმა ლა ლიგაში 13 ჰეთ-ტრიკი და 2 პოკერი შეასრულა. პოკერი მან გასულ სეზონში ”ვალენსიასთან” და ”ესპანიოლთან” შეასრულა. არის რეკორდი, რომელსაც ლეო ვერ დაამხობს?

ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირები

1. ზარა (”ატლეტიკი”) – 251 გოლი
2. უგო სანჩესი (”ატლეტიკო”, ”რეალი”, ”რაიო”) – 234 გოლი

3. რაული (”რეალი”) – 228 გოლი

4. დი სტეფანო (”რეალი”, ”ესპანიოლი”) – 227 გოლი

5. მესი (”ბარსა”) – 223 გოლი

6. სესარი (”გრანადა”, ”ბარსა”, ”კულტურალი”) – 223 გოლი 

7. ქვინი (”სპორტინგი”, ”ბარსა”) – 219 გოლი

8. პაჰინო (”სელტა”, ”რეალი”, ”დეპორტივო”) – 210 გოლი

9. მუნდო (”ვალენსია”, ”ალკოლა”) – 195 გოლი

10. სანტილიანა (”რეალი”) – 186 გოლი

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward