მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

 

 – გუშინ შესრულებული ჰეთ-ტრიკი ნიშნავს, რომ ლეომ საკუთარი გოლების რეკორდი გააუმჯობესა. მან 2012 კალენდარულ წელს 59 გოლი გაიტანა ლა ლიგაში, 2010 წელს კი მას 58 ჰქონდა გატანილი.

 

 – საერთო ჯამში წელს ლეოს 71 (12 არგენტინაში) გოლი აქვს გატანილი და იმ პელეს 4 ბურთით ჩამორჩება, რომელმაც 1959 წელს 75 გოლი გაიტანა.

 

 – მესი (11) ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირია, მას კრიშტიანუ რონალდუ (9) და რადამელ ფალკაო (8) მოჰყვებიან.

 

 – ეს ჰეთ-ტრიკი ნიშნავს, რომ მას 3 და მეტი გოლი ლა ლიგის 15 შეხვედრაში აქვს გატანილი, რითიც მან სესარის (14) რეკორდი მოხსნა. ამ სეზონში ეს ლეოს პირველი ჰეთ-ტრიკი.

 

 – სესკ ფაბრეგასმა 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

 – შაბათს ღამით ლა კორუნიაში გატანილი გოლების რეკორდი (9 გოლი) დამყარდა. აქამდე საუკეთესო მაჩვენებელი 1955/56 სეზონში (0-7) და 1956/57 წელს (1-6) დაფიქსირდა.

 

 – ბოლო 6 მატჩიდან, რომლებიც სანაკრებო პაუზის შემდეგ გაიმართა გუნდმა ყველაში იმარჯვა.

 

 – ტიტო ვილანოვამ ლა ლიგის სტარტის ესპანელი მწვრთნელის საუკეთესო მაჩვენებელი გაიმეორა: 7 გამარჯვება და 1 ფრე. ასეთივე შედეგი დააფიქსირა დიას ნოვოას ”სპორტინგმა” 1979 წელს.

 

 – მასკერანო ”ბარსელონაში” გადმოსვლის შემდეგ მეორედ გააძევეს მოედნიდან. პირველი გაძევება 2012 წლის 11 თებერვალს მოხდა. ეს ”ოსასუნასთან” (3:2) მატჩის შემდეგ დაფიქსირდა. ორივე შემთხვევაში მასკერანო ერთიდაიგივე მსაჯმა გააძევა.

 

 – ”ბარსას” 4 გოლი 2009 წლის 1 მარტის შემდგე არ გაუშვია, როცა გუნდი 4-3 დამარცხდა ”ვისენტე კალდერონზე”.

 

 – 2002 წლის შემდეგ პირველად ”ბარსამ” პრიმერას საწყისს 8 ტურში 11 ბურთი გაუშვა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში