კატალონიის “ბარსელონას” მარცხენა მცველმა, ხორდი ალბამ განაცხადა, რომ ბავშვობაში მისი კუმირი თავდამსხმელი, ხრისტო სტოიჩკოვი იყო.
“ჩემი კუმირი ხრისტო სტოიჩკოვი იყო. მე ძალიან მომწონდა. თუ როგორ თამაშობდა იგი “ბარსელონაში”. მე ძალიან მინდოდა მეთამაშა მის პოზიციაზე. ძალიან მიყვარდა მის თამაშზე თვალის დევნება. ის დიდებული ფეხბურთელი იყო. ამას მისი თანაგუნდელები და გულშემატკივრები მუდამ გაიძახდნენ. მე ყველაფერს ვაკვირდებოდი რას აკეთებდა და რას ამბობდა იგი. იმ დროისთვის “ბარსელონაში” არაერთი დიდებული ფეხბურთელი თამაშობდა. მაგრამ მე სულ ხრისტოს ვანიჭებდი უპირატესობას.”
ალბამ ასევე კომენტარი გააკეთა თავის დაბრუნებაზე “ბარსელონაში”.
“ბარსელონას” დატოვება ჩემთვის ნორმალური მოვლენა იყო. მე არასდროს მეპარებოდა ეჭვი, რომ ყველაფერი გამომივიდოდა, ძალიან ბევრს ვცდილობდი. მე განვაგრძობდი უდიდესი სიამოვნების მიღებას ფეხბურთისგან, მაგრამ სათამაშო დრო მჭირდებოდა, თუნდაც არა “ბლაუგრანას” შემადგენლობაში, მაგრამ საერთო ჯამში მე ძალიან მინდოდა “ბარსელონაში” თამაში.
ერთი სიტყვით ყველაზე მთავარი ჩემთვის აქამდე მხოლოდ ფეხბურთის თამაში იყო. ახლა მე ისევ მსურს უდიდესი მიღწევა გავიმეორო, როგორიც მაგალითად ევროპის ჩემპიონატის მოგებაა” – დაასრულა ალბამ.


