სახელი ფრენკ რიბერი ჯერ კიდევ “ბარსელონას” ყურადღების ცენტრშია, ასევე “რეალისაც”.რა არის ფრენკ რიბერის მომავალი? ნათლად ჩანს, რომ ფრანგი თავდამსხმელი აპირებს “მიუნხენის ბაიერნის” დატოვებას, მაგრამ სად გააგრძელბს კარიერას?
კატალონიის “ბარსელონას” მარცხენა მცველი ერიკ აბიდალი გამოხატავს თავის აზრზს ფრანგის მომავალი დანიშნულების შესახებ:
“ამ მომენტში ეს შეიძლება მითქმა-მოთქმად ჩავთვალოდ, მაგრამ თუ გარეალურდა ის იქნება “მშვენიერი”, მე მეტის თქმა არ შემიძლია. ყველა ოცნებობს გუნდში რიბერის ნაირი ფეხბურთელი ყავდეს. ფრენკი არის ჩემი მეგობარი და კარგად ვიცი მის შესახებ. მისი თამაში “ბარსას” კარგად წაადგებოდა”.
აბიდალმა ფრანგულ რადიო Europe 1 -თან ინტერვიუში ისაუბრა ასევე ეშლი კოულის შესაძლო “ბარსელონაში” გადმობარგების შესახებ:
“პირადად მე ბედნიერი ვარ. ეს სეზონი კარგად ჩავატარე. არ ვიცი კლუბი რას ფიქრობს ჩემზე, მაგრამ მე აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ და არსად წასვლა არ მინდა”.
წყარო www.sport.es