29 ივნისს კეიპ-ტაუნში ერთამანეთს მეზობლები, პორტუგალია და ესპანეთი დაუპირისპირდებიან. ეს გუნდები ფიფას ”კოკა-კოლას” რეიტინგში მე-2 და მე-3 ადგილზე იმყოფებიან. ეს მატჩი ამ გუნდების პირველი დაპირისპირებაა უმაღლეს საფეხბურთო ფორუმზე.
მატჩის მოლოდინი ძალიან დიდია, ორივე გუნდი მუნდიალის ფავორიტად ითვლება. მაგრამ ჯგუფური ეტაპი არც თუ ისე სახარბიელოდ ჩაატარეს.
დელ ბოსკეს გუნდი სამხრეთ აფრიკაში ბრაზილიასთან ერთად უმთავრესი ფავორიტის სტატუსით ჩავიდა. თუმცა ესპანეთის გასვლა ჯგუფიდან პირველივე მატჩის შემდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. შვეიცარიასთან 0-1 დათმეს. ამის შემდეგ მშვიდად დაამარცხეს ჰონდურასი და ჩილე, მერვედფინალში კი ამ მოგებებით ბრაზილიას აცდნენ.
მეზობლისგან განსხვავებით კი, პოტუგალია რთულ G ჯგუფში მოხვდა, სადაც ბრაზილიის, ჩრდილოეთ კორეის და კო’ტ დიუარის გუნდები გამოდიოდნენ. კარლოს კეირუშის გუნდი პირველ ტურში დროგბას და კომპანიას უგოლო ფრეზე დაუზავდა, ამის შემდეგ კი მათ 7-0(!) გადაუარეს კორეის გუნდს. აღნიშნული ბენეფისის შემდეგ პორტუგალია მსოფლიოს 5 გზის ჩემპიონს ბრაზილიას შეხვდა. ფრის შემთხვევაში ორივე გუნდი უზრუნველად გადიოდა ჯგუფიდან და ასეც მოხდა მატჩი 0-0 მორჩა.
ესპანელ ფორვარდს ჯერ-ჯერობით მუნდილაზე 3 გოლის აქვს შეგდებული, საერთოდ კი 6 მის ჩატარებულ მსოფლიო პირველობებზე. ასევე ”ბარსელონას” ახალ ფეხბურთელს შეუძლია მუნდიალის შემდეგ გახდეს ესპანეთის საუკეთესო ბომბარდირი. (ჯერ-ჯერობით რაულია). პორტუგალიელ რონალდუს ჯერ-ჯერობით მხოლოდ 1 გოლის აქვს გატანილი. ამის მიუხედავდ ის ბევრ რამეს ამტკიცებს. კრისტიანო ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩში საუკეთესო ფეხბურთელად სახელდებოდა. ”რეალის” ფეხბურთელმა სულ კარისკენ 17-ჯერ დაარტყა და აღსანიშნავია, რომ ერთადერთი გოლი ჩრდილოეთ კორეის ნაკრებს გაუტანა. მაგრამ რონალდუ არ თვლის, რომ მუნდიალი მისთვის უიღბლოა.
ეს გუნდები მუნდიალზე ერთნეთს პირველად ხვდებიან. მაგრამ დაპირისპირებების დიდი ისტორია აქვთ. სულ ესპანეთმა და პორტუგალიამ ერთმანეთში 33 შეხვედრა გამართეს. ესპანეთმა 15-ჯერ იმარჯვა, პორტუგალიამ კი მხოლოდ 5-ჯერ. დანარჩენი მატჩები ფრედ დასრულდა. ეს გუნდები ერთმანეთს 1984 წლის კონტინენტის პირველობაზე ფილალურ ეტაპზე შეხვდნენ ერთმანეთს, შეხვედრა 1-1 დასრულდა. ასევე პორტუგალიამ ესპანეთს 2004 წელსაც მოუგო იმავე ტურნირზე.