”ბარსელონას” პირველმა გუნდმა ”და ლუზის” სტადიონზე ივარჯიშა, სადაც დღეს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრას გამართავს ”ბენფიკას” წინააღმდეგ. კარლეს პუიოლი, ადრანო კორეია და ანდრეს ინიესტა – რომლებსაც თამაშის უფლება კვირას დართეს თანაგუნდელებთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობდნენ.
ანდრეს ინიესტა იმ 5 ფეხბურთელიდან ერთ-ერთია, რომლებიც 2006 წელს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში, ფრანკ რაიკაარდის მწვრთნელობის დროს გუნდში ირიცხებოდნენ. ვიქტორ ვალდესი და ანდრეს ინიესტა ძირითად შემადგებლობაში იყვნენ, ჩავი ერნანდესი და ლეო მესი ტრავმირებულები იყვნენ, ხოლო კარლეს პუიოლი დისკვალიფიცირებული.
[media=http://www.youtube.com/watch?v=7nflXEJr61c]
სურათები:
P.S. ესეც ჩემი 2400-ე სიახლე ბარსამანიაზე




