”ბარსელონა” – ”სპარტაკი”. საინტერესო ფაქტები

”ბარსელონა” – ”სპარტაკი”. საინტერესო ფაქტები

 – ამ სეზონში გუნდმა მესამედ მოახერხა თამაშის შემოტრიალება. ესპანეთის სუპერთასის შეხვედრაში ”ბარსა” მარცხდებოდა მადრიდის ”რეალთან”, თუმცა გუნდმა 3:2 გაიმარჯვა. ლა ლიგაში ”ბარსა” ასევე მარცხდებოდა ”ოსასუნასთან”, თუმცა საბოლოო ანგრიში 1:2 დაფიქსირდა.

 – გასულ ღამით გამარჯვების შემდეგ ტიტო ვილანოვა ”ბარსელონას” იმ მწვრთნელების სიაში შევიდა, რომლებმაც ლიგის დებიუტი გამარჯვებით აღნიშნეს. ესენი არიან ბროჩიჩი, ორიზაოლა, ვენეიბლსი, კრუიფი, ვან გაალი, სერა ფერერი, რექსაჩი, ანტიჩი, რაიკაარდი და გვარდიოლა.

 – ”ბარსა” ჩემპიონთა ლიგის ბოლო 17 საშინაო მატჩში დაუმარცხებელია. ბოლოს გუნდი 2009 წელს, ყაზანის ”რუბითან” დამარცხდა.

 – ”ბარსას” 1 გოლი აშორებს ევრიტურნირებზე საიუბილეო, მე-800 გოლამდე.

 – მიუხედავად მინიმალური გამარჯვებისა ”ბარსას” 18 საგოლე მომენტი ჰქონდა, ”სპარტაკს” 6.

 – მასკერანო ორივე გუნდის რიგებიდან საუკეთესო იყო ბურთის დაბრუნებაში (15).

 – ტიტო ვილანოვამ მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა 3-4-3 სქემით. ”ბარსა” 64-ე წუთზე მარცხდებოდა, ამიტომაც ალვესი სანჩესმა შეცვალა.

 – ტელიომ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში პირველივე გამოჩენაზე გოლი გაიტანა. მას 4 შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი ლიგაზე.

 – ტრავმირებული პიკე (504), მესი (576), ჩავი (560) და პედრო (550) მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტ დროს ატარებენ მოედანზე.

 – 2 გატანილი გოლის შემდეგ ლეო მესი ჩემპიონთა ლიგაში 53 გოლი დაუგროვდა. ევროტურნირებზე მას 14 დუბლი აქვს შესრულებული და ამგვარად გაიმეორა რაულის რეკორდი. ლიგაზე გოლების რაოდენობით მას მხოლოდ შევჩენკო (59), რუდ ვან ნისტელროი (60) და რაული (71) უსწრებენ.

 – ლეო მესიმ ლიგაში მესამედ გაიტანა გოლი თავური დარტყმით. წინა ორი 2009 წლის ლიგის ფინალში და გასულ სეზონში, ”ბატესთან” გაიტანა.

 – ჩავი ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით მე-6 ადგილზე იმყოფება, მას 121 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward