მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბოლო ვარჯიში მატჩამდე წვიმის თანხლებით

ბოლო ვარჯიში მატჩამდე წვიმის თანხლებით

 

”ბარსელონას” პირველმა გუნდმა მოსკოვის ”სპარტაკთან” გასამართი შეხვედრის წინ ბოლო ვარჯიში ჩაატარა. სესია ძლიერი წვიმის თანხლებით მიმდინარეობდა. ”ნოუ კამპზე” განაცხადში მყოფი 19 ფეხბურთელი ვარჯიშობდა, მათ შორის ალექსის სანჩესი, რომელსაც ექიმებისგან თამაშის უფლება არ მიუღია.

ალბა აღდგენით პროცესს აგრძელებს

ჟორდი ალბა თავის მხრივ განცალკევებით ვარჯიშს აგრძელებს. გრიპის გამო ფეხბურთელმა ”ხეტაფესთან” შეხვედრა გამოტოვა, ის დღევანდელ შეხვედრასაც გამოტოვებს. ექიმების გადაწყვეტილებით მას ფიზიკური კონდიცეიბი აქვს აღსადგენი.

გუნდმა გუშინდელი ღამე სასტუმროში გაატარა. ”ნოუ კამპზე” ისინი 12 საათზე გამოცხადნენ, რათა მატჩამდე ბოლო დეტალები დაეზუსტებინათ. 13:30 საათზე ფეხბურთელები სასტუმროში დაბრუნდნენ, სადაც შეხვედრის დაწყებამდე დაისვენებენ.

 

სურათები:

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში