მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დანი ალვესი: ”კაკას ადგილზე ”რეალს” დიდი ხნის წინ დავოტოვებდი”

დანი ალვესი: ”კაკას ადგილზე ”რეალს” დიდი ხნის წინ დავოტოვებდი”

”ბარსელონას” მარჯვენა მცველმა, დანი ალვესმა კომენტარი გააკეთა ბრაზილიელი რიკარდო კაკას მდგომარეობაზე მადრიდის ”რეალში”.

”კაკას ადგილზე ”რეალს” დიდი ხნის წინ დავტოვებდი. მე ძალიან მიყვარს ფეხბურთის თამაში და თუ ამის უფლებას არ მაძლევენ, მაშინ ცხოვრების გემოს ვკარგავ. ვწუხვარ ამ სიტუაციის გამო, რადგან კაკათი აღფრთოვანებული ვარ და ასეთი სიტუაციის გადალახვა არ მსურს. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, თუმცა მფლობელები მის მიმართ პატივისცემას არ იჩენენ. არ ვფიქრობ, რომ მაგალითად ”ბარსელონაში” ის ასეთივე სიტუაციაში აღმოჩენილიყო” – განაცხადა დანი ალვესმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში მადრიდის ”რეალის” არცერთ ოფიციალურ შეხვედრაში კაკას მოედანზე 1 წუთიც არ გაუტარებია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში