მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დავიდ ვილია: “დარწმუნებული ვარ, “სპარტაკთან” მატჩი ძალიან რთული იქნება”

დავიდ ვილია: “დარწმუნებული ვარ, “სპარტაკთან” მატჩი ძალიან რთული იქნება”

“ბარსელონას” თავდამსხმელმ,ა დავიდ ვილიამ განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს, რომელსაც კატალონიელები “სპარტაკის” წინააღმდეგ ჩაატარებენ. 

 

“მე ჯერ არ მინახავს “სპარტაკის” თამაში, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ უნაი ემერიმ დიდი წვლილი ჩადო ჩემს განვითარებაში პროფესიონალურ დონეზე. იგი ძალიან დამეხმარა მე.   

 

რა თქმა უნდა მე წარმატებას ვუსურვებ მას მის ახალ გუნდში. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ისევ ვნახავ მას. ახლა მთავარი ის არის, რომ 3 ქულა მოვიპოვოთ ჩემპიონთა ლიგის პირველ საშინაო შეხვედრაში. 

 

დარწმუნებული ვარ, რომ თამაში ძალზედ რთული იქნება, ემერი შესანიშნავი მწვრთნელია, ის ძალიან ბევრს მუშაობს და დარწმუნებული ვარ, რომ სათანადოდ მოემზადება ჩვენთან მატჩში” – ციტირებს ვილიას სიტყვებს ტელეარხი Russia Today.

 

შეგახსენებთ რომ “ბარსელონასა” და “სპარტაკის” დაპირისპირება კატალონიის დედაქალაქში გაიმართება 19 სექტემბერს.  

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში