მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს დამხმარე მწვრთნელი, აიტორ კარანკა თვლის, რომ 2011/2012 წლის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ უნდა ყოფილიყო და არა ანდრეს ინიესტა.
უეფას ნაციონალური ასოციაციის ჟურნალისტების ხმის უმეტესი რაოდენობა სწორედ ესპანელმა ინიესტამ მიიღო და სწორედ ის გახდა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი.
“პირადად მე ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას რონალდუს მივანიჭებდი, ის ხომ ჩემი ფეხბურთელია, მაგრამ გარკვეულწილად სასიამოვნოა და საამაყოა, რომ ჯილდო ესპანელმა ფეხბურთელმა მიიღო” – განაცხადა კარანკამ.



