1 დღიანი დასვენების შემდეგ გუნდმა ვარჯიში განაახლა. მზადებას კვირას, ”ვალენსიასთან” გასამართი შეხვედრისთვის გრძელდება. დანი ალვესი, რომელმაც მადრიდის ”რეალთან” მატჩი კუნთის ტკივილის გამო გამოტოვა გუნდთან ერთად ვარჯიშობდა. კარლეს პუიოლმა დღევანდელ სესიაზე ვარჯიშის მხოლოდ ნაწილი გაატარა თანაგუნდელებთან ერთად. სესია სრულად ჩაატარა ტიაგო ალკანატარამ. ”ბარსა ბ”-დან სესიაზე მხოლოდ კრისტიან ტელიო იმყოფებოდა.
ოვაციები ინიესტას
ვარჯიშის დაწყების წინ ოვაციებით შეეგებნენ ანდრეს ინიესტას, რომელმაც ხუთშაბათს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მიიღო. გუნდი მატჩამდე ბოლო სავარჯიშო სესიას ხვალ, 12 საათზე, ”ნოუ კამპზე” გამართავს.

















