“Mundo Deportivo” გვთავაზობს მასალებს, სადაც ასახულია კლუბის ისტორია. მასში შესულია 1982 წლის ზაფხულის მნიშვნელოვანი ტრანსფერები, რათა გავიგოთ მეტი “ბარსელონას” შესახებ. პირველმა გამოშვებამ მკითხველები “გადაისროლა” იმ პერიოდში, როდესაც კატალონიურმა კლუბმა შეიძინა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი დიეგო მარადონა.
1982 წლის ზაფხული “ბარსელონას” ისტორიაში დიდი თარიღია, რადგან სწორედ ამ დროს “ბარსას” ოფისში მოვიდა არგენტინელი ტალანტი, რომელიც იმ დროისთვის პირველ ფეხბურთელად ითვლებოდა მსოფლიოში. დიეგოსთან ერთად გუნდში გადმოვიდა ხუთი ახალი მოთამაშე: ხულიო ალბერტო, ურბანო, პიჩი, მარკოსი და პერიკო. (პერიკო ალონსო – ხაბი ალონსოს მამა). სეზონის მიმდინარეობისას კლუბის იმდროინდელი მწვრთნელი – უდო ლატეკი შეცვალა ახალმა თავკაცმა სეზარ ლუის მენოტიმ. ამასთან ერთად “ბარსელონამ” იმ წელს შეძლო სამეფო თასისა და ლიგის მოგება, რომელიც ფაქტიურად ხელიდან გამოსტაცა პრინციპულ მოწინააღმდეგეს – “რეალ მადრიდს”.
მოვიდნენ:
– დიეგო მარადონა 1 200 000 000 პესეტი (“ბოკა ხუნიორსი”)
– მარკოს ალონსო 120 000 000 პესეტი (“ატლეტიკო”)
– ხულიო ალბერტო 80 000 000 პესეტი (“ატლეტიკო”)
– ურბანო 70 000 000 პესეტი (“ესპანიოლი”)
– პიჩი ალონსო 70 000 000 პესეტი (“სარაგოსა”)
– პერიკო ალონსო 70 000 000 პესეტი (“რეალ სოსიედადი”)
წავიდნენ:
– ალან სამონსენი (“ჩარლტონი”)
– ხოსე რამოსი (“კარტახენა”)
– რაფაელ ზუვირია (“მალიორკა”)
– ხესუს ლანდაბურუ (“ატლეტიკო”)
– ალექს განდულიო (“სარაგოსა”)
ოცნებების ახდენა
1982 წლის 4 ივნისს “ბარსელონამ” მიაღწია შეთანხმებას დიეგო მარადონასთან კატალონიურ კლუბში ტრანსფერზე. ჯერ კიდევ 1978 წელს, როდესაც კლუბის პრეზიდენტის პოსტი დაიკავა ხოსეპ ლუის ნუნესმა, ნიკოლას კასაუსმა ურჩია ახალგაზრდა არგენტინელი ტალანტის შეძენაზე, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე ფანტასტიურად თამაშობდა. მაგრამ გუნდის იმ დროინდელმა მწვრთნელმა ლუსიენ მიულერმა უარი თქვა მარადონას გადმოყვანაზე. ორი წლის შემდეგ, როდესაც დიეგო უკვე მსოფლიო დონის ფეხბურთელად მიიჩნეოდა, “ბარსამ” გადაწყვიტა მისი შეძენა, თუმცა არგენტინის ფედერაციამ და იქ არსებულმა პოლიტიკამ უარი თქვა მარადონას გაშვებაზე.
ფინანსური გადასახადები
საბოლოოდ თანხამ, რომელიც დაიხარჯა ტრანსფერებზე, მოხსნა ყველანაირი რეკორდი. 6 წლიანი კონტრაქტი 21 წლის მარადონასთან დაჯდა 1 200 000 000 პესეტი. არგენტინელის დებიუტი “ბარსაში” შედგა 26 აგვისტოს, როდესაც კატალონიელებმა გამპერის თასის გათამაშებაზე ვერ შეძლეს “ინტერნასიონალის” დამარცხება. შედეგად, პირველად კატალონიური კლუბის ისტორიაში ამ გათამაშებაზე “ბარსელონამ” ვერ შეძლო ძირითად დროში გამარჯვების მოპოვება, და იძლებული გახდა მეორე ადგილი დაეკავებინა.
სეზონის დასაწყისი სულ სხვანაირი გამოდგა და გუნდს თავიდან ცოტა გაუძნელდა. დიდ ფინანსურ დანახარჯს შედეგი არ მოჰქონდა. მარტში კი უდო ლატეკს მოუწია მწვრთნელის პოსტის დატოვება, მიზეზად კი ბერნდომ შუსტერთან არსებული კონფლიქტი გახდა. სწორედ მარადონას რჩევით, გუნდის ახალი მწვრთნელი გახდა ლუის მენოტი, რომელიც გუნდს დარჩენილი სეზონის მანძილზე თავში ედგა. საბოლოოდ “ბარსელონამ” ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა, მოიპოვა სამეფო და ლიგის თასები, რომელშიც დიეგო მარადონამ გაიტანა თავისი მნიშვნელოვანი გოლი მადრიდის “რეალის” კარში.
[media=http://www.youtube.com/watch?v=IbnY6r-UG14]