"FIFPro": 11 კანდიდატი "ბარსელონელია"

"FIFPro": 11 კანდიდატი "ბარსელონელია"

 

"FIFPro–მ", პროფესიონალი ფეხბურთელების ასოციაციამ ხუთშაბათს გამოაქვეყნა სია იმ 55 ფეხბურთელისა, რომელსაც აქვს შანსი შევიდეს 2011 წლის საუკეთესო გუნდში. ამ კანდიდატებს შორის, ყველაზე მეტნი "ბარსელონელები" არიან. კატალონიური გრანდიდან წარდგენილნი არიან 11 მოთამაშე: ვალდესი, აბიდალი, ალვეში, პიკე, პუიოლი, ბუსკეთსი სესკი, ინიესტა, ჩავი, მესი და ვილა. 50 000–ზე მეტმა პროფესიონალმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა ფინალისტთა გამოვლენის ხმის მიცემაში.

 

ერთადერთი "ბლაუგრანა", რომელიც პირველად მოხვდა ამ სიაში არის ვიქტორ ვალდესი. დანარჩენი მოთამაშეები წინა წლებშიც გასულან ფინალში. შეხსენებისთვის, გეტყვით, რომ 2010 წლის საუკეთესო 11 ფეხბურთელში შევიდნენ პიკე, პუიოლი, ჩავი, ინიესტა, მესი და ვილა.

 

ახლა კი იხილეთ სრული სია

 

მეკარეები: ბუფონი ("იუვენტუსი"), კასილიასი ("რეალი"), ნოიერი ("ბაიერნი"), ვან დერ საარი (დაამთავრა კარიერა "მანჩესტერ იუნაიტედში"), ვალდესი ("ბარსელონა").

 

მცველები: აბიდალი ("ბარსელონა"), ალვეში ("ბარსელონა"), კოული ("ჩელსი"), ევრა ("მანჩესტერ იუნაიტედი"), კარვალიო ("რეალი"), ფერდინანდი ("მანჩესტერ იუნაიტედი"), კომპანი ("მანჩესტერ სიტი"), ლუსიო ("ინტერი"), ლამი ("ბაიერნი"), მაიკონი ("ინტერი"), ლუისი ("ჩელსი"), ნესტა ("მილანი"), მარსელო ("რეალი"), პეპე ("რეალი"), პიკე ("ბარსელონა"), პუიოლი ("ბარსელონა"), რამოსი ("რეალი"), სილვა ("მილანი"), ტერი ("ჩელსი"), ვიდიჩი ("მანჩესტერ იუნაიტედი").

 

ნახევარმცველები: ალონსო ("რეალი"), ბეილი ("ტოტენჰემი"), ბუსკეთსი ("ბარსელონა"), ინიესტა ("ბარსელონა"), ფაბრეგასი ("ბარსელონა"), კაკა ("რეალი"), ლამპარდი ("ჩელსი"), ნანი ("მანჩესტერ იუნაიტედი"), იოზილი ("რეალი"), პირლო ("იუვენტუსი"), შვაინშტაიგერი ("ბაიერნი"), სნეიდერი ("ინტერი"), სილვა ("მანჩესტერ სიტი"), იაია ტურე ("მანჩესტერ სიტი"), ჩავი ("ბარსელონა").

 

თავდამსხმელები: აგუერო ("მანჩესტერ სიტი"), ბენზემა ("რეალი"), კავანი ("ნაპოლი"), დროგბა ("ჩელსი"), ეტო'ო ("ანჟი"), ფალკაო ("ატლეტიკო"), იბრაჰიმოვიჩი ("მილანი"), ნეიმარი ("სანტოსი"), გომესი ("ბაიერნი"), მესი ("ბარსელონა"), ვან პერსი ("არსენალი"), რონალდუ ("რეალი"), რუნი ("მანჩესტერ იუნაიტედი"), სუარესი ("ლივერპული"), ვილა ("ბარსელონა").

 

2011 წლის საუკეთესო ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი 9 იანვარს იქნება ჩამოყალიბებული.

 

 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.