თავდამსხმელი გაზრდის სამუშაო რითმს და უახლოეს ვარჯიშებზე გაიუმჯობესებს ფიზიკურ კონდიციებს რაც შეიძლება სწრაფად. ექიმებმა, პრუნამ და კუგატმა განაცხადეს, რომ ის კარგადაა, თუმცა ფიზიკური კონდიციები აქვს მოსამატებელი.
სამშაბათს დავიდ ვილიას ექიმებმა გამოკვლევა ჩაუტარეს და განაცხადეს, რომ თამაშისთვის ის ბოლომდე მზად არაა. ექიმებმა განაცხადეს: ”ერთია მიიღო თამაშის უფლება და მეორეა, თუ როგორ ფიზიკურ მდგომარეობაში ხარ”.
”მას არ მიუღია თამაშის უფლება, ის ნორმალურად ვარჯიშობს თანაგუნდელებთან ერთად, მაგრამ მოედანზე დაბრუნებამდე ბევრი მუშაობა ჭირდება” – ახსნა პრუნამ. კუგატმა კი დაამატა: ”ის გუნდთან ერთად იტვირთება 2 კვირაა, თავს კარგად გრძნობს და მეტს ითხოვს. მისი განრიგი ზუსტად მიდის. ის გეგმას მიუყვება და არავინ დააჩქარებს მას”.
ფონტასი, ტიაგო და კუენკა
მაკრ მუნიესაზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ”ბარსას” ექიმებმა ტრავმირებულ ფეხბურთელებზე, ანდრეუ ფონტასზე, ტიაგო ალკანტარაზე და ისააკ კუენკაზე ისაუბრეს.
ფონტასზე განაცხადეს: ”დღეს 6 თვე გავიდა მისი ოპერაციიდან, მან გუნდთან ერთად 23-ჯერ ივარჯიშა და თავს კარგად გრძნობს. დამატებით ტესტებს 7 აგვისტოს ჩავატარებთ – შესაძლებელია, რომ მან თამაშის უფლება პრე-სეზონის დროს მიიღოს”.
ექიმებმა ტიაგოს ტრავმაზეც ისაუბრეს: ”ის 2 თვე ისვენებდა, რის გამოც ევროპის ჩემპიონატი და ოლიმპიადა გამოტოვა – ეს ადვილი არ არის. მისი აღდგენა გეგმის მიხედვით მიდის. დღეს მას ტესტები ჩავუტარეთ და ღამით პასუხები გვექნება. აღდგენის ბოლო ეტაპზე ვართ, ის ნელ-ნელა მოედანზე სირბილს დაიწყებს – მალე მას თამაშის უფლებას მისცემენ. ტრავმის გამო ის ძალიან დაიტანჯა და უაქტიურო 2 თვის შემდეგ ძველ ფორმას დაუბრუნდება”.
ბოლოს კი კეუკნას შესახებაც გავრცელდა ცნობა: ”მისი აღდგენა კარგად მიმდინარეობს, თუმცა პროცესს ვერ დავაჩქარებთ. მისი მუხლის მდგომარეობა ყოველ დღე უმჯობესდება”.


