workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დღის პირველი ვარჯიში

დღის პირველი ვარჯიში

გუნდმა სამშაბათი დღის პირველი ვარჯიში უკვე ჩაატარა, ტიტო ვილანოვას განკარგულებაში ის 21 ფეხბურთელი იმყოფებოდა, რომლებიც გუშინ ვარჯიშობდნენ.

”ბარსას” პრე-სეზონი არ ჩერდება. მას შემდეგ, რაც გუნდს 7 ფეხბურთელი დაუბრუნდა ტიტოს შანსი ეძლევა, რომ მთლიან გუნდთან იმუშავოს. ის მხოლოდ ჟორდი ალბას და მარტინ მონტოიას ელოდება, რომლებსაც ოლიმპიადაზე ერთი, ფორმალური შეხვედრის ჩატარება უწევთ, რადგან ესპანეთის შემდეგ ეპატზე ვერ გავიდა. ვარჯიშზე პირველი გუნდის 19 ფეხბურთელი იმყოფებოდა, ასევე ოიერი და სერხი რობერტო ”ბარსა ბ”-დან. სესიაზე ასევე იყვნენე დავიდ ვილია და ანდრეუ ფონტასი, რომლებიც ექიმებისგან თამაშის უფლების მიღებას ელოდებიან.

ორმაგი სესია

დილის ვარჯიში დღეს გასამართი ორმაგი სესიიდან პირველი იყო. 19 საათზე ფეხბურთელბს ”სიუტატ ესპორტივაზე” დაბრუნება მოუწევთ, სადაც ვარჯიში დახურულ კარს მიღმა ჩატარდება.

                                   [media=http://www.youtube.com/watch?v=qs2n4TER6H0]

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward