workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დღის მეორე ვარჯიში მესისთან და პუიოლთან ერთად

დღის მეორე ვარჯიში მესისთან და პუიოლთან ერთად

”ბარსელონამ” დღის მეორე სავარჯიშო სესია დაასრულა, რომელშიც მონაწილეობა ლეო მესიმ და კარლეს პუიოლმა მიიღეს.

”სიუტატ ესპორტივას” მე-2 სავარჯიშო მოედანზე ტიტო ვილანოვამ დღის მეორე სესია ჩაატარა. ლეო მესი, რომელიც დილით შეუერთდა თანაგუნდელებს კვლავ სრულად დაიტვირთა. არგენტინელ ვარსკვლავს მიკრო ტრავმის გამო ”ჰამბურთან” გამართული მატჩის გამოტოვება მოუწია.

დღის მეორე სასიხარულო ინფორმაცია კარლეს პუიოლის დატვირთების გაზრდაა. კაპიტანმა მეორე სესიაზეც ზოგიერთი დატვირთა თანუნდელების მსგავსად ჩაატარა. სესიაზე ”ბარსა ბ”-ს 8 ფეხბურთელი იმყოფებოდა: კიკო ფემენია, სერხი რობერტო, სერხი გომესი, პლანასი, რაფინია, ილიე, ლობატო და იოერი.

გუნდი ვარჯიშს ხვალ, 19 საათზე განაახლებს. სესიის დასრულების შემდეგ ტიტო ვილანოვა გამოაქვეყნებს იმ ფეხბურთელების სიას, რომლებიც შაბათს, ”რაჯა ატლეტიკთან” შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას.

                                   [media=http://www.youtube.com/watch?v=SX0BhpGpOSU]

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward