დღეს, ”ჰამბურგთან” გასამართ ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობას პირველი გუნდის 10 და ”ბარსა ბ”-ს 12 ფეხბურთელი მიიღებს.
გუშინ ღამით ტიტო ვილანოვამ გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც გერმანიაში გაემგზავრებიან. შეხვედრა თბილისის დროით 20 საათზე, ”იმტეხ არენაზე” გაიმართება.
გთავაზობთ მატჩის განაცხადს: პინტო, ოიერი, დანი ალვესი, ბარტრა, ილიე, მუნიესა, სერხი რობერტო, დეულოფეუ, დოს სანტოსი, სანჩესი, მესი, რაფინი, მასკერანო, ჟოან ანხელ რომანი, სერხი გომესი, ლობატო, პატრიკი, პლანასი, აფელაი, ადრიანო, ბალიუ, ესპინოსა.
შენიშვნა: დღეს დილით დადგინდა, რომ ჰამბურგში ლეო მესი არ გაემგზავრება.
[media=http://www.youtube.com/watch?v=IWWepbOuXkc]