workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჰამბურგში ვილიასა და პუიოლის გარეშე

ჰამბურგში ვილიასა და პუიოლის გარეშე

ტიტო ვილანოვამ ის 23 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც ჰამბურგში, წინასასეზონო მზადების პირველი მატჩის გასამართად გაემგზავრებიან. მიუხედავად გუნდთან ერთად ვარჯიშისა, გერმანიაში არ მიდიან კარლეს პუიოლი და დავიდ ვილია.

პუიოლსა და ვილიას გარდა, პირველი გუნდიდან, ჰამბურგში წამსვლელთა სიაში ვერ მოხვდნენ ანდრეუ ფონტასი, ტიაგო ალკანტარა და ისააკ კუენკა. სამივეს შემთხვევაში, მიზეზი ისაა, რომ ისინი სათამაშოდ მზად ჯერ არ არიან.

ვილანოვა ჰამბურგში პირველი გუნდის 10 და “ბარსა ბ”-ს 13 ფეხბურთელით მიდის. პირველი გუნდიდან გერმანიაში ლიონელ მესი, ხავიერ მასკერანო, დანი ალვესი, ალექსის სანჩესი, ადრიანო კორეია, იბრაჰიმ აფელაი, ხოსე მანუელ პინტო, მარკ ბარტრა, მარკ მუნიესა და ჯონათან დოს სანტოსი მიემგზავრებიან. “ბარსა ბ”-ს 8 ფეხბურთელმა პირველ გუნდთან უკვე რამდენიმე ვარჯიში ჩაატარა. ესენი არიან ოიერი, სერხი რობერტო, სერხი გომესი, ლობატო, ილიე, რაფინია, კიკო ფემენია და პლანასი. მათ დაემატებიან დეულოფეუ, პატრიჩი, ბალიუ, ესპინოსა და გუნდის ახალწვეული ხოსე ანხელ რომანი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward