გუშინ ”ბარსელონამ” დღის მეორე სავარჯიშო სესია ჩაატარა კიკო ფემენია გარეშე, რომელმაც კუნთის ტრავმა დილის ვარჯიშზე მიიღო.
ტიტო ვილანოვამ და მისმა გუნდმა გუშინ კვირის მე-7 სავარჯიშო სესია ჩაატარეს. ”სიუტატ ესპორტივას” მეორე სავარჯიშო მოედანზე 19 ფეხბურთელი იმყოფებოდა. პირველი გუნდის 12 და ”ბარსა ბ”-ს 7 მოთამაშე.
პირველი სესია სრულად გამოჯანმრთელებული ალვესისთვის
დილისგან განსხვავებით მეკარეები, მასიპი და ბანიუსი სესიაზე აღარ იმყოფებოდნენ. სრულად დაიტვირთვა დანი ალვესი, რომელმაც შუადღით ექიმებისგან თამაშის უფლება მიიღო. ტიაგო და კუენკა აგრძელებენ ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშს.
გუნდი კვირის ბოლო ვარჯიშს დღეს, ადგილობრივი დროით 9 საათზე გამართავს.












